ერევნის დრო: 11:07,   1 ივნისი 2024

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრა

ერევანი, 14 მაისი, არმენპრესი. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით დანიის სამეფოში გაემგზავრა.

როგორც „არმენპრესს“ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატიდან აცნობეს, პრემიერ-მინისტრი 14 მაისს „კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტში“ მიიღებს მონაწილეობას. სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას მიიღებს  დისკუსიაში თემაზე: „ფრონტიდან: სომხეთის დემოკრატიის დაცვა“ (“From the frontline: Armenia’s defence of democracy”) .

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები დანიის სამეფოს პრემიერ მინისტრთან ქალბატონ მეტე ფრედერიკსენთან, დანიის პარლამენტის თავმჯდომარესთან ფოლკეტინგ სორენ გადესთან და სამიტის დამფუძნებელთან და საერთაშორისო პოლიტიკური საკონსულტაციო ორგანიზაცია „რასმუსენ გლობალის“ დამფუძნებელთან ანდერს ფოგ რასმუსენთან.








youtube

ყველა სიახლე    


სააგენტოს შესახებ

მისამართი: სომხეთი, 0002, ერევანი, სარიანის ქ. 22, არმენპრესი
ტელ.: +374 11 539818
ელ-ფოსტა: [email protected]